პროდუქტის გადაცვლა

უპირობოდ დაბრუნების პოლიტიკა
 მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე
თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ
დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
 ეს ვადა აითვლება:
o მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების
დადებიდან
o საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში −
მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ
(გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან
o მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში
− მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ
(გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან
o საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით)
მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის
მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა)
ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან

დაბრუნების პირობები

 ნივთის უპირობოდ დაბრუნების მოთხოვნის სარგებლობისთვის
მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ნივთის დაბრუნების ფორმა (იხ.
ქვემოთ) და გადმოგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@mobiway.ge.
 ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი
ვალდებულია:
o მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს
საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების
გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7
კალენდარული დღისა.
o გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი
(უშუალო) ხარჯი.

 იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე
მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი
დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან
დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.
 მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა
თანდართულ დოკუმენტთან ერთად.

 მოვაჭრე ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების
მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს
მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი
თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან
მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ
დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
 თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც
მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას
განაცხადებს.

 მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა
ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას
და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
 ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ
დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც
მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.

ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან
დაკავშირებული გამონაკლისი:
 ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან
მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ
ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს
 მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას იმ საქონელზე ან
მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.

ფორს–მაჟორი
 არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან
ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა
გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით,
საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით და ეს
მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
 თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს
მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო
წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა
გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების
ხანგრძლივობის შესაბამისად.
 მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია
ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ
შეატყობინოს მეორე მხარეს.
 შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს
შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური
ორგანოს მიერ.
 არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს,
გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები
პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.

დაბრუნების ფორმა:
 მომხმარებლის სახელი:
 საქონლის შეკვეთის თარიღი:
 შეკვეთის მიღების თარიღი:
 მომხმარებლის მისამართი:
 მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული):
 ფორმის შევსების თარიღი: