პროდუქტის მიწოდება

შეკვეთის მიღება
 მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია თანხის გადარიცხვით საბანკო
ანგარიშზე, საიტიდან ონლაინ გადახდით, ან ონლაინ განვადებით.
 მოვაჭრე, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან, არაუმეტეს
ორი დღის განმავლობაში, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის
შეკვეთის დამუშავება. ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების ვადა არ
უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან (7 სამუშაო) დღეს. 
 შეკვეთა დასრულებულად ითვლება ნივთის მომხმარებლისთვის
ჩაბარებისთანავე.
 მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში
შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი
თანხა.

 მომხმარებელი ვალდებულია, შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი
შემოწმება და ხელმოწერით დაადასტურის, რომ ნივთს არ აქვს
ვიზუალური ნაკლი.
 მოვაჭრე ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს
შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.

საკურიერო მომსახურება, როგორც თბილისში აგრეთვე რეგიონებში არის უფასო.